დაგვიანებული წერილი

მე ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი, რომ უსამართლობაა, ამ ქვეყნად არსებობდეს თუნდაც ერთი საფოსტო ყუთი და ის მისთვის; მისატან წერილს არ ინახავდეს.

ვერაფრით ვაიგივებ; ჩვეულებრივ ადამიანებთან. ისინი მუდამ რაღაცაზე ბუზღუნებენ, ჩივიან, წუწუნებენ, ერთფეროვნად ცხოვრობენ და ასევე ერთფეროვნად ემდურიან საკუთარ ერთფეროვნებას. იშვიათად იღიმიან, თუნდაც ფოტოებზე.

ის; კი იმდენად განსხვავდება მათგან, ნანახი რომ არ მყავდეს ვიფიქრებდი რომ ისიც იმ უტოპიურ სახელმწიფოს ნაწილია თომას მორი; რომ აღწერდა თავის დროზე. 🙂

მისი გაცნობის მერე პირველად ავხედე და გავუღიმე ცას და მერე დიდხანს ვნანობდი რომ აქამდე არასდროს გამიკეთებია ეს. 🙂 მივხვდი რომ ადამიანებს უსაზღვრო; სითბოს გამოხატვა შეუძლიათ…. ყველას…; .. თუმცა ბევრი; იმის 1%- საც კი არ გამოხატავს, რაც შეუძლია.

მის ყველა მესიჯს, თუ წერილს ვინახავ; როგორც სახელმძღვანელოს რაოდენი სითბოს გამოხატვა შეუძლია ადამიანს. სკაიპის გამწვანებული სმაილიკით ვგრძნობდი, რომ ჩემთან იყო, თყუმცა მე არასდროს არფერი მიმიწერია მისთვის 🙂
მე სულაც არ ვარ ანგელოზიო – მითხრა ერთხელ და ეს ერთადერთი რამეა რაც არ მჯერა მისი, რადგან ანგელოზი ჩემთვის ზეცაში მოფარფატე არსება სულაც არ არის, ანგელოზები ჩვენს შორის ცოცხლობენ და მათი არსებობის ალბათ მხოლოდ იმიტომ არ გვჯერა; რომ ზედმეტად, ზედმეტად ცოტანი არიან,.. არადა მათაც ანალოგიური გრძნობები და განცდები აქვს ვგონებ.. მათაც შიათ, სცივათ, სტკივათ…
მან იმხელა სიმყუდროვე და სითბო შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში მოხალული ყავისა და თხილის სუნს რომ მოაქვს ხოლმე დილით ახალგაღვიძებულზე. 🙂

არიან ადამიანები,; რომლებიც ცვლიან ცხოვრებას… ის ერთ-ერთი მათგანი იყო 🙂
მან იმდენად დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე; რომ მინდა მასაც რაიმე ჰქონდეს ჩემგან სახსოვარი; თუნდაც ეს უხეირო წერილი, რომელიც ზუსტად 2 წელი იწერებოდა და მაინც ვერ დაიწერა რიგიანად 🙂
გაცილებით უფრო მეტის თქმა მსურდა, მაგრან “ ხომ არიან ისეთი ზრახვანი გულისანი, რომელთაც ვნებთ ხოლმე ეტრატზე გადატანა, ისევე როგორც ქარავანით უცხოდ გაგზავნა უფაქიზესს კოლხურ ღვინოებს.”

უბრალოდ, ბედნიერი ვარ რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და მე მომეცა საშუალება ერთ-ერთი მაინც გამეცნო 🙂
ამ წერილსაც ასე მარტივად მოვაწერ ხელს

სრულიად გულახდილად
და საუკეთესო სურვილებით
თიოს ჰექსესგან :))

Published in: Uncategorized on September 26, 2010 at 11:38 pm  Comments (2)  

ნინოს

არ ვიცი, როდის წაიკითხავ, მაგრამ ვიცი, რომ ერთხელაც აუცილებლად ნახავ ამ წერილს…

თებერვალში შენი წასვლიდან ერთი წელი შესრულდა; ეს ჩემთვის, თორემ დარწმუნებული ვარ, წამების სიზუსტით გაქვს გამოთვლილი  შენი აქ არყოფნის დრო – თბილისის აეროპორტის ესკალატორიდან აი, ამ წამამდე…

ვიცი, რომ ძალიან გიჭირს და ყველაზე მეტად მონატრების გამო…

ჩვენი არცთუ ხშირი ხანმოკლე საუბრებიდან ვხვდები, როგორ ძლიერ შეიცვალე;  რეალობისთვის თვალის გასწორება,  ყოველი ნაბიჯის აწონ–დაწონა, ადამიანებისთვის ეჭვის თვალით შეხედვა და საჭიროების შემთხვევაში მათი თავიდან მოშორებაც გისწავლია…

ვხედავ ამას და გიხსენებ ისეთს, ძველს… ხანდახან რომ მაბრაზებდა კიდეც შენი ხშირად უსაფუძვლო ოპტიმიზმი, უსაზღვრო ნდობის უნარი ადამიანებისადმი და სენტიმენტალური ჩანართები… მახსენდება, როგორ გაიძულებდი გამოფხიზლებას და ახლა, როცა ცხოვრებამ გაიძულა ეს, თითქოს ვნანობ…

იყო დრო, როცა ერთმანეთის ცხოვრების ისეთი წვრილმანი დეტალები ვიცოდით, ახლა ყურადღებას რომ აღარ ვაქცევთ; ახლა ერთმანეთის გაფრთხილება ვისწავლეთ და განცდებს ჩვენთვის ვიტოვებთ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მოსასმენად მზადყოფნაში ეჭვი ოდნავადაც არ შეგვაქვს…

ახლა, როცა მეც სირთულეების წინაშე ვდგავარ, მენატრება შენი რომანტიზმითა და სენტიმენტალობით გაჯერებული გამამხნევებელი ფრაზები, თუნდაც მეორე წუთში რეალობამ სილა გამაწნას და საპირისპირო დამიმტკიცოს…

მაგრამ ვუძლებ, რადგან ვიცი, სიშორის მიუხედავად, გახსოვარ, ჩემზე ფიქრობ, ჩემს გვერდით ხარ; ხოლო როცა შევხვდებით, როცა არ უნდა მოხდეს ეს, ორივეს ისეთი შეგრძნება გვექნება, თითქოს ერთმანეთს გუშინ დავშორდით…

თბილისიდან ბარსელონამდე არც ისე დიდი მანძილია და რამდენიმე წელიც უცებ გაირბენს; ჩვენ კი ვიფიქროთ უკეთესზე, ვიბრძოლოთ მომავლისთვის და  აუცილებლად ვიქნებით ერთად; ძლიერები და საკუთარი თავით ოდნავ მაინც კმაყოფილები…

შენი მე

Published in: on April 18, 2010 at 12:52 am  Comments (3)  

წერილი ნატალიას


გამარჯობა ნატალია
შეიძლება ასე არ გქვია, თუმცა ალბათ იმდენად ხარ შეჩვეული მას რომ  უკვე რთული ხდება  რეალურისა და არეალურის გამიჯვნა. 🙂

ყველა ადამიანს აქვს რაიმე თვისება რომლის გამოც შეიძლება თავდავიწყებით შეგიყვარდეს.
ბლოგებიც ასეა
ყველა ბლოგს აქვს რაღაც რამაც შეიძლება მიგიზიდოს, დიდი ხნის მერე  უკან დაბრუნება,  ბოლოს კი დარჩენა მოგანდომოს 🙂
ჩემთვის ეს “რაღაც” იყო სურათი რომელსაც შემთხვევით წავაწყდი შენს ბლოგზე. 🙂
სურათი რომელსაც 2012 წლის ბარსელონა აწერია.
როდესაც ეს სურათი დავინახე საოცარი სიახლოვე ვიგრძენი მასთან
და მივხვდი როგორო საოცრად მიყვარს ასეთი ადამიანები, ოცნებაც რომ აქვთ და ისიც იციან როგორ აისრულონ თავიანთი ოცნება.

მუდამ ქვეყნის უკუტრიალზე კი არ წუწუნებენ,  არამედ ბოლომდე დარწმუნებულნი არიან რომ ოცნება აუცილებად აუხდებათ არა როდისმე, ან სადმე, არამე ზუსტად დადგენილ დროსა და დადგენილ ადგილას.

არ ვიცი როგორი ხარ, არასდროს მინახავს შენი ფოტო
არც შენი თვალებისა და თმის ფერი ვიცი , მაგრამ ვერვინ დამარწმუნებს რომ არ გიცნობ.

რადგან შენი ბლოგის კითხვის დროს ესპანელ ქალის ნათელ ფიგურას ვხედავ შუა მინდორში ფეხშიშველა დგას, შავი ხვეული თმა წელამდე სცემს, და შილიფად ჩაცმული უღიმის მზეს.
ქარს კი მისი თმის სუნი მიაქვს ყანებისკენ …. ზეთისხილის სუნი.

შენი ბლოგიც ასეთია ზეთისხილის სუნით გაჟღენთილი,
უსაზღვრო ოპტიმიზმით სავსე
სადღაც კუთხეში კი ყავას ადუღებენ დარიჩინით
ღია ფანჯრიდან ფირუზის ცა და ბროწეულის ხეები ჩანს
ფანჯრის რაფასთან მდგარ პატარა მაგიდაზე კი აუცილებლად დევს შოკოლადის ფილები, მინდვრის ყვავილებით სავსე ლარნაკი და ორი ფინჯანი ლიმნიანი ყავისთვის 🙂

და ამ სიმყუდროვეში სადღაც ტანგოს მელოდიაც უნდა ისმოდეს
ოღონდ ჩუმად… შორს…

hexe  🙂

Published in: on March 24, 2010 at 7:00 pm  Comments (7)  

C’est la vie…წერილი ლალენას

სალუტ

ძვირფასო ლალენა

შეიძლება ნანატრი არა მაგრამ, ჩვეულებრივი წერილია.

რომელიც მაშინ მოდის როცა არ ელი.

შენთან მოვდივარ და ვხედავ ხის იატაკზე მოთავსებულ გოგონას რომლის გარშემოც ფურცლებია მიმოფანტული, ფეხზე თბიიილი ფუმფულა ჩუსტები აცვია და წერრს.

წერს როგორ უყვარს.

წერს როგორია როცა არეულია, როცა ყველაფერი მობეზრდა.

წერს  და არ იპრანჭება.

სულ ვფიქრობ რომ არაფერს ამატებს.

რომ არაფერს ალამაზებს და რომ ზუსტად ისეთია როგორც წერს.

ისეთი ბავშვური, ისეთი თბილი.

აღშფოთებულიც ისეთია, როგორიც მართლა არის.

ბუზღუნიც ისეთი იცის, როგორიც იცის.

ტირილიც კი არ შეუძლია სხვანაირი.

ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიც დამინახავს სმს-ის მოლოდინში, მერე რა რომ ჩაი ფინჯანში უკვე გაცივდა.

სამაგიეროდ შენ სულ სხვაგან ხარ და იქ გაცილებით უკეთ ხარ ვიდრე ფანჯარაზე.

სულ არ გატკბობს სიშორე.

სულ მაინტერესებს როგორ უკრავ ან პირველად რომელ კომპოზიციას უკრავ ხოლმე როცა მიუჯდები ინსტრუმენტს. ვეერ ვიტყვი რომ  ჩემი ჭორფლიანი გოგოების სიყვარული შენი ბრალია მეთქი მაგრამ ეს კიდევ ერთი მიზეზი რომ არის  შენთან შემოსარბენად ეგ ვიცი, მერე რა რომ შენს პოსტებში არ ჩანს.

სამაგიეროდ ხომ არსებობს.

და ლალენ მე მჯერა კი არადა ვიცი რომ  აუცილებლად ნახავ ჩრდილოეთის ციალს.

აუცილებლად იცეკვებ დაუვიწყარ ტანგოს შენს საყვარელ ადამიანთან,

ერთხელაც შენივეხელებითშეღებილკედლებიანსახლში ღამით აივანზე რომ გახვალ დაგხვდება ტელესკოპი და ბეევრი ღამე გავა ვარსკვლავების თვალიერებაში.

სპილოზე შემომჯდარი მიხვალ არქეოლოგიურ გათხრებამდე

და საერთოდაც მჯერა რომ მიიღებ ნამდვილ წერილს კონვერტში ჩადებულს, მარკიანს.

ხისსუნიანისახლი

Published in: on January 20, 2010 at 11:20 am  Comments (8)  

წერილი ბათუმელ ჟურნალისტს

იმდენი ხანი, ვეძებე, ვეძებე და ვიპოვნე .

სამაგიეროდ გამახსენდა, რომ არ მაქვს  შენი საფოსტო მისამართი სადაც შემეძლება გამოგიგზავნო წერილი.

კიდევ კარგი ეს ყუთი ვიპოვნე.

იმედი მაქვს სადმე როდესმე გადააწყდები ამ წერილსაც და გიპოვნი.

ველი, გელით მე და ჩემი ქალაქი.

გურული სახლი

Published in: on December 10, 2009 at 4:00 pm  Comments (3)  

დეე

მე ერთი ჩვეულებრივი ემბრიონი ვარ,შენ მუცელში ვზივარ დე და დაბადებას ველოდები..
შენში სასიამოვნო სითბო და ბურუსია,გარეთ კი თქვენი მოლოდინებია,ხმაური და სქოლიოზი,რომელიც აქ ემბრიონის ჩვეულებრივ პოზად მეთვლება,მანდ კი მთელი ცხოვრება შემაწუხებს…როგორც თქვენი მოლოდინების ასრულების აუცილებლობა…
Dე,რო დავიბადები,შენ ალბათ ისევ სი დიდთვალება ,კუდრაჭა გოგო იქნები,რომელიც ყველაზე კარგად თავს კარაგ ხნის ცინ გარდაცვლილი შობლების სახლში გრზნობს…
ალბათ ისევ დაჯდები უმშობლებო სახლის ცინ ყვითელყვავილებიან მინდორზე , როცა უზრუნველი,ჩითისკაბიანი,მზიანი ბავშვობა მოგენატრება და შენ უკვე თვითონ დედას, შენივე ჩითის კაბები,კარგა ხნის ცინ დაპატარავებულები და გახუნებულები მოგიყვებიან შენი ბავშვობის ამბებს……
მე აქედანვე ვგრნობ იმ კაბებზე შერჩენილ ბებიას სუნს…
დეე,რო გავიზრდები,მერე ალბათ აღარ მომიყვები იმ ამბებს ,ახლა რო მიყვები ხოლმე…
მერე ალბატ მე უნდა ავიდგა ფეხი და თვითონ დავიწყო ამბების შეგროვება დასაწყისში ,,Mმე ‘’ –თი და როგორღაც შემოუკერებელი ბოლოებით…
დეე,შენ ალბათ მერეც ასე გადამისვამ ხოლმე თავზე ხელს, ჩემი უფორმო და ჭკუის უკითხავად ჩამოწლაწული ძუძუების გამო ჩემი სილამაზის აღმქმის უნარს რო დავკარგად და თმებს გადავიპარსავ///
ალბათ მერეც გააგრძელებ დედის ლოცვების კითხვას, როცა ჩემი დილა შენი ჩურჩულის მოსმენის ნაცვლად სხვა ქვეყანაში,სხვა აივანზე ფინჯან ყავაზე შეტანებული სიგარეტით და ბავშვობის მოგონებებით დაიწყება…

დეე,მითხარი რო არასოდეს არ მეტყვი რო სხვა ემბრიონები უკვე დაიბადნენ და დროა მეც დავიბადო…
არ მეტყვი რო სხვებმა უკვე აიდგეს ფეხი და მე რაღას ვუცდი…
სხვებმა უკვე ისცავლეს სიტყვები და მე რატო ვარ ჩუმად..
სხვებმა დათვლა იციან,მე კი მარტო ცაში ვიყურები და ვარსკვლავებზე ვერასდროს ვისწავლი რაოდენობის აღქმას…..

დეე, ვთქვათ რო სხვები სხვები არიან და შენ ის მითხარი ფეხს რისთვის ღირს დაბადება, სად უნდა წავიდეს ადამიანი და რის გამოსახატად არსებობენ სიტყვები…
რიცხვებს კი რო მოვუვლი მე მოვუვლი,ტარკოვსკის გავიცნობ და დავიჯერებ რო 1 + 1 = 1-ს და ცის ნაცვლად მიწაზე დავიწყებ მეორე ერთის მოძებნას…

დეე,მგონი დაგღალე, წავედი ახლა და იმ ჩვენ ყვავილებიან მინდორზე შევხვდებით…
დეე, ისევ ისეთი კუდრაჭა გოგო დამხვდი რა, მე რო მიყვარხარ
… და კიდე,ისევ გააგრძელე დედის ლოცვების კითხვა,მე ჯერ ისეც არ გავზრდილვარ რო ღმერთთან სალაპარაკო სიტყვები ვიცოდე…

nastasia

Published in: on December 6, 2009 at 10:32 am  Comments (2)  

წერილი hexe’s

სალუტ ჰექს.

ათასჯერ მაინც წავშალე უკვე წერილის დაწყების პირველი წინადადება.

ჰოდა რა მჭირს არ ვიცი.

დიდი ხანი არ არის რაც შენს ბლოგს ვკითხულობ. ერთ დღეს შემოვედი სუულ შეთხვევით და გადავაწყდი პოსტს  რომელიც შენს მეგობარს ეძღვნებოდა.

მერე მოვდივარ და ვრჩები ხოლმე. თითოეულ ახალ პოსტთან ერთად ძველ პოსტებსაც ვკითხულობ.

როგორი ხარ იცი? არაფერს ამბობ ზედმეტს. მშვიდი წყნარი ტემბრით მიყვები ამბავს შენს თავზე.ხან უბრალოდ ისტორიას  და მე ვფიქრობ ხოლმე, წინ რომ მეჯდე  ხელებზე სახეს ჩამოვაყრდნობდი და ისე მოგისმენდი.

ხან გეთანხმები ხან არ გეთანხმები. ხან ვფიქრობ ასე რატომ ფიქრობ.

ბევრი ხან და კითხვისნიშანი არსებობს შენთან და ეს კიდევ ერთი მაგნიტია რაც შენს ბლოგზე ჩემი შემოსვლების სიხშირის რიცხვს ზრდის და ზრდის.

ჰოოდა კიდევ ხშირად მქონია მომენტი რომ რაღაც შენს  ძალიან პირადულს ჩუმად ვკითხულობდი, და  ჩამიხურავს ფანჯარა. როგორც უცებ სხვისი  გახსნილი წერილი რომ ჩაგივარდება ხელში და ცნობისმოყვარეობას ვერ ერევი, პირველი აბზაცის მერე რომ უკვე ყვირის შიგნიდან რაღაც და შენც საკუთარ თავზე გაბრაზებული, იმ ხმაზეც გაბრაზებული სასწრაფოდ აბრუნებ თავის ადგილას.

გადავდივარ ისევ ძველ პოსტზე და არ მწყინდება კითხვა.ნუ აქამდე არ მომბეზრებია.

და  კიდევ ერთი მიზეზი

“ნუ ხარჯავ ამდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება =)”

რომ ეს სიტყვები ხშირად დავინახო.

ხისსუნიანისახლი

Published in: on November 30, 2009 at 11:19 am  Comments (5)  

მე,საფოსტო ყუთი…

მე საფოსტო ყუთი ვარ,  კარგა ხანია თქვენს ღობეებზე და კარებებზე ვკიდივარ და ვიჟანგები…

სანამ თქვენ პმ-ების,სმს-ების და მეილების წერით და ლოდინით იყავით დაკავებული,ვფიქრობდი,რა მეთქვა თქვენთვის ისეთი,რომ ჩემი არსებობა გამეხსენებინა..

მაგალითად ის,რომ: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია…

ან ის,რომ: წერილების წერა და კითხვა ,თითქის ისეთივე სიამოვნებაა,როგროც სექსი…

ან ის,რომ: ცუდია,როცა ემოციებს თქვენ თავში ინახავთ და არ ეუბნებით ადამანებს,როგრო გიყვართ,ან როგორ სიამოვნებით მოკლავდით მიზეზის ძებნის გარეშეც…

ან ის,რომ: თქვენ ყველანი რომანტიულები ხართ ,იმისდა იუხედავად,იცით თუ რა ამის შესახებ და წერილების წერაც რომანტიკაა,თან ახლა ზამთარი მოდის და რა ჯობია ბუხრის გვერდით წერილების წერას…

ან: არ გინდათ რამე ახალი?

ან კიდევ ათასი ან…

მაგრამ მერე ვიფიქრე,რომ რამის თქმის სურვილი,ემოციების გარეთ გამოტანის უნარი,ძველინივთების ხელახლა შეყვარების უნარი და სიამოვნებით ტკბობა,ყველა ადამიანს თავისით უნდა გაუჩნდეს…

მე უბრალოდ გეტყვით,რომ ჩემი მუცელი უძიროა,საუკეთესოა საშუალებაა ნებისმიერ თქვენგანსა და თქვენთვის სასურველ ადამიანს შორის და ჩემი ენთუზიაზმიც ულევია…

ამიტომ, დღეიდან,ნებისმიერ მსურველს,ბლოგერს,არაბლოგერს,რომანტიულს,არარომანტიულს,მკვლელს და მონაზონს,შეუძლია ჩემი მუცლის ამოვსების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს…

გამომიგზავნეთ ნებისმიერი ზომის,წონის და შინაარსის წერილი და დამიბრუნეთ ჩემი დაქვეითებული თვითშეფასება…

თქვენი წერილების მომლოდინე და მარად თქვენ სამსახურში მყოფი საფოსტო ყუთი..

.მე საფოსტო ყუთი ვარ,კარგა ხანია თქვენს ღობეებზე და კარებებზე ვკიდივარ და ვიჟანგები…

სანამ თქვენ პმ-ების,სმს-ების და მეილების წერით და ლოდინით იყავით დაკავებული,ვფიქრობდი,რა მეთქვა თქვენთვის ისეთი,რომ ჩემი არსებობა გამეხსენებინა..

მაგალითად ის,რომ: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია…

ან ის,რომ: წერილების წერა და კითხვა ,თითქის ისეთივე სიამოვნებაა,როგროც სექსი…

ან ის,რომ: ცუდია,როცა ემოციებს თქვენ თავში ინახავთ და არ ეუბნებით ადამანებს,როგრო გიყვართ,ან როგორ სიამოვნებით მოკლავდით მიზეზის ძებნის გარეშეც…

ან ის,რომ: თქვენ ყველანი რომანტიულები ხართ ,იმისდა იუხედავად,იცით თუ რა ამის შესახებ და წერილების წერაც რომანტიკაა,თან ახლა ზამთარი მოდის და რა ჯობია ბუხრის გვერდით წერილების წერას…

ან: არ გინდათ რამე ახალი?

ან კიდევ ათასი ან…

მაგრამ მერე ვიფიქრე,რომ რამის თქმის სურვილი,ემოციების გარეთ გამოტანის უნარი,ძველინივთების ხელახლა შეყვარების უნარი და სიამოვნებით ტკბობა,ყველა ადამიანს თავისით უნდა გაუჩნდეს…

მე უბრალოდ გეტყვით,რომ ჩემი მუცელი უძიროა,საუკეთესოა საშუალებაა ნებისმიერ თქვენგანსა და თქვენთვის სასურველ ადამიანს შორის და ჩემი ენთუზიაზმიც ულევია…

ამიტომ, დღეიდან,ნებისმიერ მსურველს,ბლოგერს,არაბლოგერს,რომანტიულს,არარომანტიულს,მკვლელს და მონაზონს,შეუძლია ჩემი მუცლის ამოვსების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს…

გამომიგზავნეთ ნებისმიერი ზომის,წონის და შინაარსის წერილი და დამიბრუნეთ ჩემი დაქვეითებული თვითშეფასება…

თქვენი წერილების მომლოდინე და მარად თქვენ სამსახურში მყოფი საფოსტო ყუთი…

yuti.safosto@gmail.com

Published in: on November 28, 2009 at 1:37 am  Comments (9)