C’est la vie…წერილი ლალენას

სალუტ

ძვირფასო ლალენა

შეიძლება ნანატრი არა მაგრამ, ჩვეულებრივი წერილია.

რომელიც მაშინ მოდის როცა არ ელი.

შენთან მოვდივარ და ვხედავ ხის იატაკზე მოთავსებულ გოგონას რომლის გარშემოც ფურცლებია მიმოფანტული, ფეხზე თბიიილი ფუმფულა ჩუსტები აცვია და წერრს.

წერს როგორ უყვარს.

წერს როგორია როცა არეულია, როცა ყველაფერი მობეზრდა.

წერს  და არ იპრანჭება.

სულ ვფიქრობ რომ არაფერს ამატებს.

რომ არაფერს ალამაზებს და რომ ზუსტად ისეთია როგორც წერს.

ისეთი ბავშვური, ისეთი თბილი.

აღშფოთებულიც ისეთია, როგორიც მართლა არის.

ბუზღუნიც ისეთი იცის, როგორიც იცის.

ტირილიც კი არ შეუძლია სხვანაირი.

ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიც დამინახავს სმს-ის მოლოდინში, მერე რა რომ ჩაი ფინჯანში უკვე გაცივდა.

სამაგიეროდ შენ სულ სხვაგან ხარ და იქ გაცილებით უკეთ ხარ ვიდრე ფანჯარაზე.

სულ არ გატკბობს სიშორე.

სულ მაინტერესებს როგორ უკრავ ან პირველად რომელ კომპოზიციას უკრავ ხოლმე როცა მიუჯდები ინსტრუმენტს. ვეერ ვიტყვი რომ  ჩემი ჭორფლიანი გოგოების სიყვარული შენი ბრალია მეთქი მაგრამ ეს კიდევ ერთი მიზეზი რომ არის  შენთან შემოსარბენად ეგ ვიცი, მერე რა რომ შენს პოსტებში არ ჩანს.

სამაგიეროდ ხომ არსებობს.

და ლალენ მე მჯერა კი არადა ვიცი რომ  აუცილებლად ნახავ ჩრდილოეთის ციალს.

აუცილებლად იცეკვებ დაუვიწყარ ტანგოს შენს საყვარელ ადამიანთან,

ერთხელაც შენივეხელებითშეღებილკედლებიანსახლში ღამით აივანზე რომ გახვალ დაგხვდება ტელესკოპი და ბეევრი ღამე გავა ვარსკვლავების თვალიერებაში.

სპილოზე შემომჯდარი მიხვალ არქეოლოგიურ გათხრებამდე

და საერთოდაც მჯერა რომ მიიღებ ნამდვილ წერილს კონვერტში ჩადებულს, მარკიანს.

ხისსუნიანისახლი

Published in: on იანვარი 20, 2010 at 11:20 AM  Comments (8)