C’est la vie…წერილი ლალენას

სალუტ

ძვირფასო ლალენა

შეიძლება ნანატრი არა მაგრამ, ჩვეულებრივი წერილია.

რომელიც მაშინ მოდის როცა არ ელი.

შენთან მოვდივარ და ვხედავ ხის იატაკზე მოთავსებულ გოგონას რომლის გარშემოც ფურცლებია მიმოფანტული, ფეხზე თბიიილი ფუმფულა ჩუსტები აცვია და წერრს.

წერს როგორ უყვარს.

წერს როგორია როცა არეულია, როცა ყველაფერი მობეზრდა.

წერს  და არ იპრანჭება.

სულ ვფიქრობ რომ არაფერს ამატებს.

რომ არაფერს ალამაზებს და რომ ზუსტად ისეთია როგორც წერს.

ისეთი ბავშვური, ისეთი თბილი.

აღშფოთებულიც ისეთია, როგორიც მართლა არის.

ბუზღუნიც ისეთი იცის, როგორიც იცის.

ტირილიც კი არ შეუძლია სხვანაირი.

ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიც დამინახავს სმს-ის მოლოდინში, მერე რა რომ ჩაი ფინჯანში უკვე გაცივდა.

სამაგიეროდ შენ სულ სხვაგან ხარ და იქ გაცილებით უკეთ ხარ ვიდრე ფანჯარაზე.

სულ არ გატკბობს სიშორე.

სულ მაინტერესებს როგორ უკრავ ან პირველად რომელ კომპოზიციას უკრავ ხოლმე როცა მიუჯდები ინსტრუმენტს. ვეერ ვიტყვი რომ  ჩემი ჭორფლიანი გოგოების სიყვარული შენი ბრალია მეთქი მაგრამ ეს კიდევ ერთი მიზეზი რომ არის  შენთან შემოსარბენად ეგ ვიცი, მერე რა რომ შენს პოსტებში არ ჩანს.

სამაგიეროდ ხომ არსებობს.

და ლალენ მე მჯერა კი არადა ვიცი რომ  აუცილებლად ნახავ ჩრდილოეთის ციალს.

აუცილებლად იცეკვებ დაუვიწყარ ტანგოს შენს საყვარელ ადამიანთან,

ერთხელაც შენივეხელებითშეღებილკედლებიანსახლში ღამით აივანზე რომ გახვალ დაგხვდება ტელესკოპი და ბეევრი ღამე გავა ვარსკვლავების თვალიერებაში.

სპილოზე შემომჯდარი მიხვალ არქეოლოგიურ გათხრებამდე

და საერთოდაც მჯერა რომ მიიღებ ნამდვილ წერილს კონვერტში ჩადებულს, მარკიანს.

ხისსუნიანისახლი

Advertisements
Published in: on იანვარი 20, 2010 at 11:20 AM  Comments (8)  

The URI to TrackBack this entry is: https://safostoyuti.wordpress.com/2010/01/20/cest-la-vie-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1/trackback/

RSS feed for comments on this post.

8 Commentsდატოვე კომენტარი

  1. ra Tbili iyo.. 🙂

  2. ვაიმეეეე, შოკში ვააარ, ასეთი თბილი სიტყვები, ასეთი ვაიმე, არ ვიცი რა ვთქვა, აი ახლა მართლა დავდუმდი, ყველა სიტყვა გაცვდა და მნიშვნელობა დაკარგა, უღრმესი მადლობა, ვაიმე არც კი ვიცი ვის უნდა ვუთხრა, ვინ დაწერა? ვაიმე ახლა ცრემლები წამომცვივდება…

  3. lalen
    shen magivrad mec gamexarda es cerili,imito ro vici cerilebi rogro giyvars,vici rom yvelase idealuri gancdaa roca moulidnelad vinmes axsovxar da tan ase da kide,isic mixaria ro aseti sayavreli xar ;*

  4. ლალენა მეც ძალიან მიყვარს და ხან მგონია, რომ ზღაპრის გოგოა, პატარა, ნაზი და მოსიყვარულე; თითქოს ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც განსაკუთრებული გული აქვს.

  5. მადლობა გოგოებო, ნამდვილად არ მეგონა, თუ ინტერნეტით შეიძლებოდა ასეთი რამის გაკეთება, როცა ბლოგი გავაკეთე ვიფიქრე უბრალოდ ვიწუწუნებთქო, მაგრამ სულ სხვა სამყარო აღმოჩნდა, თან იმდენი ადამიანის ”მე”ში შევიხედე, იმდენის ბლოგი, სამყარო, შემიყვარდა, ახლა მიხარია რომ ეს გრძნობა უკან მიბრუნდება :*

  6. 🙂 :*

  7. სიტყვა არ არის ზედმეტი ამ წერილში
    ყველაფერი ასეა ზუსტად
    ძალიან დიდი ბედნიერებაა როდესაც უცნობი ადამიანისგან ასეთ თბილ წერილს იღებ…
    მე პირადად ისე ამიძგერდა ამაზე გული რომ ….

    და ძალიან მიყვარს ეს საფოსტო ყუთი
    საერთოდ ყველა საფოსტო ყუთი
    იმ დღეს ვფიქრობდი მეც ხომ არ დავწერო წერილები მეთქი.. 🙂
    თუმცა ჩემს წერილებს სულ ანონიმური ადრესატები ყავს


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: