წერილი ნატალიას


გამარჯობა ნატალია
შეიძლება ასე არ გქვია, თუმცა ალბათ იმდენად ხარ შეჩვეული მას რომ  უკვე რთული ხდება  რეალურისა და არეალურის გამიჯვნა. 🙂

ყველა ადამიანს აქვს რაიმე თვისება რომლის გამოც შეიძლება თავდავიწყებით შეგიყვარდეს.
ბლოგებიც ასეა
ყველა ბლოგს აქვს რაღაც რამაც შეიძლება მიგიზიდოს, დიდი ხნის მერე  უკან დაბრუნება,  ბოლოს კი დარჩენა მოგანდომოს 🙂
ჩემთვის ეს “რაღაც” იყო სურათი რომელსაც შემთხვევით წავაწყდი შენს ბლოგზე. 🙂
სურათი რომელსაც 2012 წლის ბარსელონა აწერია.
როდესაც ეს სურათი დავინახე საოცარი სიახლოვე ვიგრძენი მასთან
და მივხვდი როგორო საოცრად მიყვარს ასეთი ადამიანები, ოცნებაც რომ აქვთ და ისიც იციან როგორ აისრულონ თავიანთი ოცნება.

მუდამ ქვეყნის უკუტრიალზე კი არ წუწუნებენ,  არამედ ბოლომდე დარწმუნებულნი არიან რომ ოცნება აუცილებად აუხდებათ არა როდისმე, ან სადმე, არამე ზუსტად დადგენილ დროსა და დადგენილ ადგილას.

არ ვიცი როგორი ხარ, არასდროს მინახავს შენი ფოტო
არც შენი თვალებისა და თმის ფერი ვიცი , მაგრამ ვერვინ დამარწმუნებს რომ არ გიცნობ.

რადგან შენი ბლოგის კითხვის დროს ესპანელ ქალის ნათელ ფიგურას ვხედავ შუა მინდორში ფეხშიშველა დგას, შავი ხვეული თმა წელამდე სცემს, და შილიფად ჩაცმული უღიმის მზეს.
ქარს კი მისი თმის სუნი მიაქვს ყანებისკენ …. ზეთისხილის სუნი.

შენი ბლოგიც ასეთია ზეთისხილის სუნით გაჟღენთილი,
უსაზღვრო ოპტიმიზმით სავსე
სადღაც კუთხეში კი ყავას ადუღებენ დარიჩინით
ღია ფანჯრიდან ფირუზის ცა და ბროწეულის ხეები ჩანს
ფანჯრის რაფასთან მდგარ პატარა მაგიდაზე კი აუცილებლად დევს შოკოლადის ფილები, მინდვრის ყვავილებით სავსე ლარნაკი და ორი ფინჯანი ლიმნიანი ყავისთვის 🙂

და ამ სიმყუდროვეში სადღაც ტანგოს მელოდიაც უნდა ისმოდეს
ოღონდ ჩუმად… შორს…

hexe  🙂

Published in: on მარტი 24, 2010 at 7:00 PM  Comments (7)