მე,საფოსტო ყუთი…

მე საფოსტო ყუთი ვარ,  კარგა ხანია თქვენს ღობეებზე და კარებებზე ვკიდივარ და ვიჟანგები…

სანამ თქვენ პმ-ების,სმს-ების და მეილების წერით და ლოდინით იყავით დაკავებული,ვფიქრობდი,რა მეთქვა თქვენთვის ისეთი,რომ ჩემი არსებობა გამეხსენებინა..

მაგალითად ის,რომ: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია…

ან ის,რომ: წერილების წერა და კითხვა ,თითქის ისეთივე სიამოვნებაა,როგროც სექსი…

ან ის,რომ: ცუდია,როცა ემოციებს თქვენ თავში ინახავთ და არ ეუბნებით ადამანებს,როგრო გიყვართ,ან როგორ სიამოვნებით მოკლავდით მიზეზის ძებნის გარეშეც…

ან ის,რომ: თქვენ ყველანი რომანტიულები ხართ ,იმისდა იუხედავად,იცით თუ რა ამის შესახებ და წერილების წერაც რომანტიკაა,თან ახლა ზამთარი მოდის და რა ჯობია ბუხრის გვერდით წერილების წერას…

ან: არ გინდათ რამე ახალი?

ან კიდევ ათასი ან…

მაგრამ მერე ვიფიქრე,რომ რამის თქმის სურვილი,ემოციების გარეთ გამოტანის უნარი,ძველინივთების ხელახლა შეყვარების უნარი და სიამოვნებით ტკბობა,ყველა ადამიანს თავისით უნდა გაუჩნდეს…

მე უბრალოდ გეტყვით,რომ ჩემი მუცელი უძიროა,საუკეთესოა საშუალებაა ნებისმიერ თქვენგანსა და თქვენთვის სასურველ ადამიანს შორის და ჩემი ენთუზიაზმიც ულევია…

ამიტომ, დღეიდან,ნებისმიერ მსურველს,ბლოგერს,არაბლოგერს,რომანტიულს,არარომანტიულს,მკვლელს და მონაზონს,შეუძლია ჩემი მუცლის ამოვსების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს…

გამომიგზავნეთ ნებისმიერი ზომის,წონის და შინაარსის წერილი და დამიბრუნეთ ჩემი დაქვეითებული თვითშეფასება…

თქვენი წერილების მომლოდინე და მარად თქვენ სამსახურში მყოფი საფოსტო ყუთი..

.მე საფოსტო ყუთი ვარ,კარგა ხანია თქვენს ღობეებზე და კარებებზე ვკიდივარ და ვიჟანგები…

სანამ თქვენ პმ-ების,სმს-ების და მეილების წერით და ლოდინით იყავით დაკავებული,ვფიქრობდი,რა მეთქვა თქვენთვის ისეთი,რომ ჩემი არსებობა გამეხსენებინა..

მაგალითად ის,რომ: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია…

ან ის,რომ: წერილების წერა და კითხვა ,თითქის ისეთივე სიამოვნებაა,როგროც სექსი…

ან ის,რომ: ცუდია,როცა ემოციებს თქვენ თავში ინახავთ და არ ეუბნებით ადამანებს,როგრო გიყვართ,ან როგორ სიამოვნებით მოკლავდით მიზეზის ძებნის გარეშეც…

ან ის,რომ: თქვენ ყველანი რომანტიულები ხართ ,იმისდა იუხედავად,იცით თუ რა ამის შესახებ და წერილების წერაც რომანტიკაა,თან ახლა ზამთარი მოდის და რა ჯობია ბუხრის გვერდით წერილების წერას…

ან: არ გინდათ რამე ახალი?

ან კიდევ ათასი ან…

მაგრამ მერე ვიფიქრე,რომ რამის თქმის სურვილი,ემოციების გარეთ გამოტანის უნარი,ძველინივთების ხელახლა შეყვარების უნარი და სიამოვნებით ტკბობა,ყველა ადამიანს თავისით უნდა გაუჩნდეს…

მე უბრალოდ გეტყვით,რომ ჩემი მუცელი უძიროა,საუკეთესოა საშუალებაა ნებისმიერ თქვენგანსა და თქვენთვის სასურველ ადამიანს შორის და ჩემი ენთუზიაზმიც ულევია…

ამიტომ, დღეიდან,ნებისმიერ მსურველს,ბლოგერს,არაბლოგერს,რომანტიულს,არარომანტიულს,მკვლელს და მონაზონს,შეუძლია ჩემი მუცლის ამოვსების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს…

გამომიგზავნეთ ნებისმიერი ზომის,წონის და შინაარსის წერილი და დამიბრუნეთ ჩემი დაქვეითებული თვითშეფასება…

თქვენი წერილების მომლოდინე და მარად თქვენ სამსახურში მყოფი საფოსტო ყუთი…

yuti.safosto@gmail.com

Published in: on ნოემბერი 28, 2009 at 1:37 AM  Comments (9)  

The URI to TrackBack this entry is: https://safostoyuti.wordpress.com/2009/11/28/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%98/trackback/

RSS feed for comments on this post.

9 Commentsდატოვე კომენტარი

  1. Wow! მშვენიერი იდეაა!

  2. მთელი ბავშვობა, ყოველთვის როცა კი ხალისით ჩავირბენდი კიბეებს ჯანგშეპარულ საფოსტო ყუთს გავაყოლებდი ხოლმე თვალს იმ იმედით, რომ ოდესმე პირშიწერილგაჩრილს ვნახავდი… რომ გავიზარდე სადარბაზო გადაღებეს და ”კომუნისტური გადმონაშთიც” ჩამოხსნეს. გამიხარდა, რომ გამახსენდა ეს შეგრძნება ოდესმე…
    მე ისევ ველი წერილს, ოდესმე…

  3. მმ

    საინტერესოა

  4. saocrad tbilad da sasiamovnod wer 🙂 :*

  5. ჰაჰ, რა მაგარი იდეაა.

  6. რა მაგარი ბლოგია!!! :love:
    ახლავე ვამატებ ჩემთან!!!!

  7. xshir-xshirad weret xolme, umyudrovesi blogia 🙂

  8. ვაიმე რა მაგარია…
    ვამატებ ჩემს სიაში.


დატოვე კომენტარი