წერილი ნატალიას


გამარჯობა ნატალია
შეიძლება ასე არ გქვია, თუმცა ალბათ იმდენად ხარ შეჩვეული მას რომ  უკვე რთული ხდება  რეალურისა და არეალურის გამიჯვნა. 🙂

ყველა ადამიანს აქვს რაიმე თვისება რომლის გამოც შეიძლება თავდავიწყებით შეგიყვარდეს.
ბლოგებიც ასეა
ყველა ბლოგს აქვს რაღაც რამაც შეიძლება მიგიზიდოს, დიდი ხნის მერე  უკან დაბრუნება,  ბოლოს კი დარჩენა მოგანდომოს 🙂
ჩემთვის ეს “რაღაც” იყო სურათი რომელსაც შემთხვევით წავაწყდი შენს ბლოგზე. 🙂
სურათი რომელსაც 2012 წლის ბარსელონა აწერია.
როდესაც ეს სურათი დავინახე საოცარი სიახლოვე ვიგრძენი მასთან
და მივხვდი როგორო საოცრად მიყვარს ასეთი ადამიანები, ოცნებაც რომ აქვთ და ისიც იციან როგორ აისრულონ თავიანთი ოცნება.

მუდამ ქვეყნის უკუტრიალზე კი არ წუწუნებენ,  არამედ ბოლომდე დარწმუნებულნი არიან რომ ოცნება აუცილებად აუხდებათ არა როდისმე, ან სადმე, არამე ზუსტად დადგენილ დროსა და დადგენილ ადგილას.

არ ვიცი როგორი ხარ, არასდროს მინახავს შენი ფოტო
არც შენი თვალებისა და თმის ფერი ვიცი , მაგრამ ვერვინ დამარწმუნებს რომ არ გიცნობ.

რადგან შენი ბლოგის კითხვის დროს ესპანელ ქალის ნათელ ფიგურას ვხედავ შუა მინდორში ფეხშიშველა დგას, შავი ხვეული თმა წელამდე სცემს, და შილიფად ჩაცმული უღიმის მზეს.
ქარს კი მისი თმის სუნი მიაქვს ყანებისკენ …. ზეთისხილის სუნი.

შენი ბლოგიც ასეთია ზეთისხილის სუნით გაჟღენთილი,
უსაზღვრო ოპტიმიზმით სავსე
სადღაც კუთხეში კი ყავას ადუღებენ დარიჩინით
ღია ფანჯრიდან ფირუზის ცა და ბროწეულის ხეები ჩანს
ფანჯრის რაფასთან მდგარ პატარა მაგიდაზე კი აუცილებლად დევს შოკოლადის ფილები, მინდვრის ყვავილებით სავსე ლარნაკი და ორი ფინჯანი ლიმნიანი ყავისთვის 🙂

და ამ სიმყუდროვეში სადღაც ტანგოს მელოდიაც უნდა ისმოდეს
ოღონდ ჩუმად… შორს…

hexe  🙂

Published in: on მარტი 24, 2010 at 7:00 PM  Comments (7)  

The URI to TrackBack this entry is: https://safostoyuti.wordpress.com/2010/03/24/%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1/trackback/

RSS feed for comments on this post.

7 Commentsდატოვე კომენტარი

  1. აუ, აუ, აუ…

    მეც მინდა წერილი!.. :უსერ:

  2. რა კარგი წერილია! 🙂

  3. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ! ^_^

  4. სულ სულ შემთხვევით ვნახე ეს პოსტი, სულ შემთხვევით.. რომ წავიკითხე, სითბოთი ავივსე და ახლა ასე სავსე ვზივარ.

    როცა დავიღლები, მაშინ შემოვალ და წავიკითხავ ხოლმე, კვლავ რომ დავიბრუნო ძალა 🙂

    როგორი ბედნიერი ვარ ახლა ხომ არ იცი, ძვირფასო ჰექსე 🙂

  5. “როგორი ბედნიერი ვარ ახლა ხომ არ იცი, ძვირფასო ჰექსე ”

    სხვისი გრძნობების ცოდნა ვცდილობ არ დავიჩემო
    თუმცა დაახლოებით ვხვდები რადგან ეს გრძნობა არც ისე უცხოა ჩემთვის
    რამდენიმე თვის წინ ხისსუნიანმასახლმა მეც მომწერა უაღრესად თბილი წერილი…

    მაშინ კი მართლა ვერ აღვწერ რას ვგრძნობდი
    მილიონჯერ წავიკითხე, მილიონჯერ შევამოწმე მართლა მე მწერდნენ თუ არა, მილიონჯერ ვცადე იმის გარკვევა რით დავიმსახურე
    და მილიონჯერ მოვუყევი მილიონ ნაცნობს თუ უცნობს…

    მაშინ მივხვდი რომ სხვის მიმართ სითბოს გამოხატვა ადამიანის უზენაესი ვალდებულებაა

    ცხოვრება ისედაც ზედმეტად მოკლე და ჩახლართულია
    საამისოდ
    რომ არ ვთქვათ ის რასაც ვფიქრობთ …

    გრძნობების დასამალად ისედაც ძალიან ცოტაც ვცოცხლობთ

  6. ვაიმე რა მაგარი წერილია….
    აღფრთოვანებას ვარ მიცემული….
    თან ისეთი თბილი ადამიანისგან ისეთ თბილ ადამიანს მიეწერა, რომ თოთოეული ამოსუნთქვა-ჩასუნთქვას შორის დიდ პაუზას ვაკეთებ.
    ძალიან საყვარელი ხარ ჰექს. :*

  7. ramagaria, werilebi da es blogi, ragac mesiamovna rom shemovixede


დატოვე კომენტარი